სოფო კილაძე - მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს, ოღონდ შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე
სოფო კილაძე - მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს, ოღონდ შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს, ოღონდ, შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, სამართალდამცავმა უწყებებმა დროულად უნდა მოიპოვონ მტკიცებულებები, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, დაზარალებულად ცნონ 20 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული ადამიანები.

„ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს. ჩემი აზრით, მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს, ოღონდ შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე. სამართლებრივი თვალსაზრისით, ადამიანს დაზარალებულის სტატუსი მაშინ ენიჭება, როცა შესაბამისი მტკიცებულებების ერთობლიობა იქნება, რომ კანონის დარღვევით მიადგა ზარალი. ეს არის პროკურატურის არგუმენტი, რომ ადამიანებს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოთ”, – განაცხადა სოფო კილაძემ.