სოფო კილაძე ისრაელის ელჩს, რან გიდორს შეხვდა

11:50, 06.07.2020

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე საქართველოში ისრაელის სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კილაძემ დიპლომატს კომიტეტის საქმიანობა გააცნო.

„სოფო კილაძე რან გიდორს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, კომიტეტის ფარგლებში გატარებული საკანონმდებლო რეფორმის და საპარლამენტო ზედამხედველობის ძირითად მიმართულებებზე ესაუბრა.

მხარეებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას და კომიტეტის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს“,- აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მსგავსი