სოფო კილაძე – იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ არ იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა სტრასბურგის სასამართლო მოისყიდა
იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ არ იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა სტრასბურგის სასამართლო მოისყიდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განუცხადა, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი მხარე უკმაყოფილოა.
„ამ შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ ჩათვალა, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოდიოდა. ძალიან მაოცებს, როგორ ახერხებს ოპოზიცია ამ საქმეში კიდევ რაღაც დამატებითი არასწორი და არასამართლებრივი საფუძვლები დაინახოს. როცა ჩვენი ოპოზიცია თავს იმაზე დებს, რომ დასავლური ორიენტაციის ოპოზიცია არის და ამ ფონზე „ნაციონალური მოძრაობა“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ეს ორმაგი სტანდარტიც აღარ არის“, – დასძინა კილაძემ.