სოფო კილაძე - იმედი მაქვს, „ევროპული საქართველო“ მეორე მოსმენის ფარგლებშიც დაუჭერს მხარს ცვლილებებს, თუ ამას არ გააკეთებენ, მათთვისვე იქნება საზიანო
სოფო კილაძე - იმედი მაქვს, „ევროპული საქართველო“ მეორე მოსმენის ფარგლებშიც დაუჭერს მხარს ცვლილებებს, თუ ამას არ გააკეთებენ, მათთვისვე იქნება საზიანო

ევრონაცებს“ მხარი რომ არ დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, ჩვენ მაინც შევძლებდით საკმარისი ხმების მობილიზებას, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, თუ „ევროპული საქართველო“ მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენის დროს, მათთვისვე იქნება საზიანო.

„კარგია, რომ ოპოზიციის ერთმა ნაწილმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა, მაგრამ მგონია, რომ მხარიც რომ არ დაეჭირათ, ჩვენ მაინც შევძლებდით საკმარისი ხმების მობილიზებას „ევრონაცების“ გარეშეც. უბრალოდ ამ შემთხვევაში გამოუვალ მდგომარეობაში დარჩებოდნენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მეორე მოსმენის ფარგლებშიც იმავეს გააკეთებენ. თუ არ გააკეთებენ და მათთვისვე იქნება საზიანო. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მაინც მივიღებთ ამ ცვლილებებს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.