სოფო კილაძე - იმედი მაქვს, დადგება დრო, როდესაც რეალურად გავარკვევთ, რა გარემოებებმა იმსხვერპლა ჩვენი პირველი პრეზიდენტი
სოფო კილაძე - იმედი მაქვს, დადგება დრო, როდესაც რეალურად გავარკვევთ, რა გარემოებებმა იმსხვერპლა ჩვენი პირველი პრეზიდენტი

ძალიან დიდი იმედი მაქვს, დადგება დრო, როდესაც რეალურად გავარკვევთ, რა გარემოებებმა იმსხვერპლა ჩვენი პირველი პრეზიდენტი, – ამის შესახებ პარლემენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა.

„მთელი ქვეყნის ტკივილია ის, რომ ვერ მოხდა ჭეშმარიტების დადგენა ამ საქმეზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, დადგება დრო, როდესაც რეალურად გავარკვევთ, რა გარემოებებმა იმსხვერპლა ჩვენი პირველი პრეზიდენტი. ერთადერთი ფორმა შეიძლება იყოს ის სამართლებრივი პროცედურები, რომელიც დადგენილია ზოგადად ყველა საქმისთვის, თუმცა ეს საქმე თავისი ისტორიული მნიშვნელობით არის განსაკუთრებული დატვირთვის მქონე ჩვენი საზოგადოებისთვის. უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები იმაზე, რომ თუ არის შესაძლებელი, რამე სხვა ფორმა გამოინახოს ამ საკითხის ეფექტურად გადაჭრისთვის, ეს უნდა გავაკეთოთ”, – განაცხადა კილაძემ.

დღეს პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილი გავრცელდა. ივანიშვილის განცხადებით, ის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, არის ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი.