სოფო კილაძე - გამოხატვის თავისუფლება უნდა დავიცვათ, მაგრამ ვალდებული არ ვართ, ცალკეული ჯგუფების ყველა მოთხოვნა შევასრულოთ
სოფო კილაძე - გამოხატვის თავისუფლება უნდა დავიცვათ, მაგრამ ვალდებული არ ვართ, ცალკეული ჯგუფების ყველა მოთხოვნა შევასრულოთ

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული კანონი უნდა არსებობდეს.

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, აქციების მსვლელობისას ძალიან ბევრი სხვადასხვა აზრი და ბევრი მოთხოვნაც გაჟღერდა, ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება აქვთ, თუმცა აუცილებელი არ არის, ყველა შემთხვევაში ხელისუფლებამ ისე იმოქმედოს, როგორც ცალკეული ადამიანები და ჯგუფები მოითხოვენ.

„გამოხატვის თავისუფლება უნდა დავიცვათ, მაგრამ ვალდებული არ ვართ, ცალკეული ჯგუფების ყველა მოთხოვნა შევასრულოთ“, – დასძინა კილაძემ.