სოფო კილაძე - ეკლესიასა და პატრიარქზე შტურმი მიმდინარეობს
სოფო კილაძე - ეკლესიასა და პატრიარქზე შტურმი მიმდინარეობს

კონკრეტული მტკიცებულება ხელთ არ მაქვს, მაგრამ, ჩემი შეფასებით, ეკლესიასა და პატრიარქზე შტურმი მიმდინარეობს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს მხოლოდ საქართველოს მტრის ინტერესში შეიძლება, შედიოდეს.

„აქედან გამომდინარე, ერსაც და ბერსაც იმის ძალისხმევა და სულიერი სიძლიერე უნდა ჰქონდეთ, პრობლემებს გავუმკლავდეთ და ეკლესია, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, ასეთ სკანდალებში არ უნდა იყოს გახვეული. კონკრეტული მტკიცებულებები არ მაქვს, მაგრამ, როგორც წესი, ასეთი პროცესები სპონტანურად არ ხდება. ასეთი პროცესების მიღმა კონკრეტული ძალები დგანან. რომელი ძალები, ვერ გეტყვით. შეიძლება, კონკრეტული მიმართულებით ვფიქრობდე, მაგრამ ამას ხმამაღლა ვერ გავაჟღერებ, რადგან ყველაფერს აქვს თავისი წესი და მტკიცებულება სჭირდება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ მსგავსი არეულობა და შეტევები ეკლესიაზე დაუგეგმავად ვერ განხორციელდებოდა.

დატოვე კომენტარი