სოფო კილაძე - ძლიერი სოციალური პაკეტი გვჭირდება, რომელიც მიმართული უნდა იყოს ყველაზე ღარიბი, მოწყვლადი მოქალაქეების მიმართ
სოფო კილაძე - ძლიერი სოციალური პაკეტი გვჭირდება, რომელიც მიმართული უნდა იყოს ყველაზე ღარიბი, მოწყვლადი მოქალაქეების მიმართ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, სახელმწიფოს ძლიერი სოციალური პაკეტი სჭირდება, რომელიც მიმართული უნდა იყოს ყველაზე ღარიბი და მოწყვლადი მოქალაქეების დასახმარებლად.

სოფო კილაძე ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოქალაქეების ნაწილის სამუშაო ადგილების დაკარგვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ამოცანაა, ბევრი ადამიანი, რომელთაც კორონავირუსის გამო დროებით შემოსავალი დაკარგეს, მათ სახელმწიფო მაქსიმალურად დაეხმაროს.

„ძლიერი სოციალური პაკეტი გვჭირდება, რომელიც მიმართული უნდა იყოს ყველაზე ღარიბი, მოწყვლადი მოქალაქეების მიმართ. ბავშვების, მოხუცებისა და იმ ადამიანების დასახმარებლად, ვინც დამოკიდებული იყო დღიურ შემოსავალზე, ეს შემოსავალიც მცირე იყო, მაგრამ დღეს ესეც აღარ აქვთ“, – განაცხადა კილაძემ.