სოფო კილაძე - დიდი ალბათობით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს
სოფო კილაძე - დიდი ალბათობით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს

“მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, – ასეთი მოსაზრება გამოთქვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ.

“ზუსტ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ამ პროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს. მაგრამ უმრავლესობა კანონპროექტს მხარს უჭერს და მგონია, რომ ეს მედია პლურალიზმისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის გაძლიერებისთვის და იმისთვის, რომ მოქალაქეებს დაბალანსებული, ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოთ,  ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. აქედან გამომდინარე, კანონპროექტს ნამდვილად მხარს ვუჭერთ”,- აცხადებს კილაძე.

სოფო კილაძის განმარტებით, დიდი ალბათობით, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს და მოტივირებულ შენიშვნებს არ გაიზიარებს.

“თუ იქნა არგუმენტი, რომელიც ჩვენ დაგვარწმუნებს, რა თქმა უნდა გავიზიარებთ, მაგრამ ჯერ-ჯერობით ასეთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ. ამიტომ მგონია, რომ პრეზიდენტის შენიშვნები მიუღებელი იქნება”,- განაცხადა კილაძემ.