სოფო კილაძე - დემოკრატია მოიაზრებს თავისუფლებას, იყო უმცირესობაში ან უმრავლესობაში
სოფო კილაძე - დემოკრატია მოიაზრებს თავისუფლებას, იყო უმცირესობაში ან უმრავლესობაში

დემოკრატია მოიაზრებს თავისუფლებას, იყო უმცირესობაში ან უმრავლესობაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატის წასვლასთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატმა, სოფო კილაძემ განაცხადა.

კილაძის შეფასებით, ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილია და განსხვავებული აზრის მქონე პირების მიერ გუნდის დატოვებაში გასაკვირი არაფერია.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები კონსულტაციებს მართავენ სხვა დეპუტატებთან გადაბირების მიზნით, სოფო კილაძეს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„სამწუხაროდ მე არ მაქვს ინფორმაცია. ალბათ თავად იტყვიან, თუ რაიმე კონსულტაციებს მართავენ. ჯერ რაც ვიხილეთ, რამდენიმე დეპუტატი იყო, რომლებმაც დატოვეს უმრავლესობა. მომავალში რა იქნება, ვერ გეტყვით. თუმცა ვფიქრობ, ეს არის ძალიან დემოკრატიული პროცესი და ჩვენ არავის ვუგრეხთ ხელებს, ვისაც გუნდის დატოვება, თუნდაც თავისუფალი აზრის გამოთქმა სურს. მათი გადასაწყვეტია და ისინი სარგებლობენ დეპუტატის თავისუფალი მანდატით, რაც ნიშნავს, რომ აქვთ სრული თავისუფლება თავიანთ მოქმედებებში, მათ შორის – დარჩებიან თუ არა გუნდში“, – განაცხადა დეპუტატმა.

საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატებმა: ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა დატოვეს.