სოფო კილაძე - დაგროვებითი საპენსიო რეფორმის განხილვა საკითხზე მომხსენებლის შეცვლის გამო გადაიდო
სოფო კილაძე - დაგროვებითი საპენსიო რეფორმის განხილვა საკითხზე მომხსენებლის შეცვლის გამო გადაიდო

დაგროვებითი საპენსიო რეფორმის განხილვა საკითხზე მომხსენებლის შეცვლის გამო გადაიდო, – ეს განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ გააკეთა. კილაძის თქმით, საპენსიო რეფორმის საკითხს მომდევნო სხდომაზე განიხილავენ.

„დაგროვებითი საპენსიო რეფორმის საკითხის განხილვა წმინდა ფორმალური მიზეზით გადაიდო. ამ საკითხზე მომხსენებელი შეიცვალა და დროში ფიზიკურად ვერ მოესწრო მომხსენებლის შეცვლა კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებულიყო. შესაბამისად, საკითხის განხილვა მომდევნო სხდომამდე გადავდეთ“, – განაცხადა კილაძემ.

სოფო კილაძის თქმით, უმრავლესობა დაანონსებულ საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს, რადგან მიაჩნია, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღება აუცილებელია.

„უმრავლესობა ამ კანონპროექტს მხარს უჭერს. ვფიქრობთ, ნამდვილად მნიშვნელოვანია, თითოეულ ადამიანს, მას შემდეგ რაც ის აქტიურ სამსახურებრივ ცხოვრებას დაასრულებს, შესაბამისი სახსრები ჰქონდეს იმისთვის, რომ ღირსეულად ცხოვრება განაგრძოს. საპენსიო რეფორმა ის რეფორმაა, რომელიც აუცილებელია. ასევე, ჩვენ გარკვეული კითხვებიც გვაქვს დაცვის მექანიზმის კიდევ უფრო გაძლიერებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სოფო კილაძემ.