სოფო კილაძე და გოგი მეშველიანი გერმანიის ელჩთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ
სოფო კილაძე და გოგი მეშველიანი გერმანიის ელჩთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ

პარლამენტის წევრები სოფო კილაძე და გოგი მეშველიანი, გერმანიის ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ. სტუმრებმა ბოლნისში, ევანგელისტურ-ლუთერული ეკლესია დაათვალიერეს და ადგილობრივებს შეხვდნენ.

სამრევლო სახლში შეხვედრაზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელჩთან ერთად, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხების შესახებ იმსჯელა და მრევლის უხუცესი წევრები გაიცნო, რომლებმაც შვაბური დიალექტი შემოინახეს.

მოგვიანებით, პარლამენტის დეპუტატებმა და გერმანიის ელჩმა ის ისტორიული შენობა-ნაგებობა მოინახულეს, რომელსაც რეაბილიტაცია ქართულ-გერმანული ფინანსური მხარდაჭერით უტარდება. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, შენობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მულტიკულტურული ცენტრი გაიხსნება.

სტუმრებმა დღესვე, ეროვნული მუზეუმის დირექტორთან, დავით ლორთქიფანიძესთან ერთად, ბოლნისის ახალი მუზეუმს დაათვალიერებენ.

სოფო კილაძეს და ჰუბერტ ქნირშს ბოლნისში მეგზურობა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა გაუწიეს.