სოფო კილაძე - ცოტა უხერხულია, როცა კუპონის ავტორი ლარის ჩამოშლაზე საუბრობს
სოფო კილაძე - ცოტა უხერხულია, როცა კუპონის ავტორი ლარის ჩამოშლაზე საუბრობს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ოპოზიციონერ დეპუტატს, რომან გოცირიძეს ურჩევს, ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე განცხადებების გაკეთებისას, სიფრთხილე გამოიჩინოს.

სოფო კილაძე გამოეხმაურა რომან გოცირიძის მიერ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც მან ხელისუფლება გააკრიტიკა.

„ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობას მივესალმები. მივესალმები იმასაც, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებდეს, მაგრამ რაღაც გარკვეული მორალური ზღვარი არსებობს. მაგალითად, როცა კუპონის ავტორი ლარის ჩამოშლაზე საუბრობს, მგონი, ცოტა უხერხულია. გირჩევდით, მომავალში, ამას უფრო სიფრთხილით მოეკიდოთ“, – მიმართა სოფო კილაძემ რომან გოცირიძეს.