სოფო კილაძე - ჩემთვის წარმოუდგენელია, 2012 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ მებრძოლმა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებასთან აწარმოონ საერთო პოლიტიკა
სოფო კილაძე - ჩემთვის წარმოუდგენელია, 2012 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ მებრძოლმა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებასთან აწარმოონ საერთო პოლიტიკა

ჩემთვის წარმოუდგენელია, 2012 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ მებრძოლმა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებასთან აწარმოონ საერთო პოლიტიკა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ პარტია „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ ბლოკში გაერთიანების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

„სიმართლე გითხრათ, ძალიან მიკვირს იმ იდეოლოგიის გამტარებელი პარტია, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ იყო 2012 წელს, ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ განშტოებას შეუერთდეს. გამოდის, რომ ისინი თავიდანვე ამ იდეოლოგიის გამტარებლები იყვნენ, უბრალოდ სხვანაირად წარმოაჩენდნენ თავს. მიკვირს და ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ 2012 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ მებრძოლმა პარტიამ, ახლა სააკაშვილის პარტიის ერთ-ერთ განშტოებასთან აწარმოოს საერთო პოლიტიკა. არ ვიცი, ეს წარმოდუგენელია“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ დღეს საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ.