სოფო კილაძე - ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით დაზოგილი თანხები სოციალურ მიმართულებას მოხმარდება
სოფო კილაძე - ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით დაზოგილი თანხები სოციალურ მიმართულებას მოხმარდება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების შედეგად დაზოგილი თანხები სოციალურ მიმართულებას მოხმარდება.

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, სამინისტროების შერწყმის მთავარი მიზანი გადაწყვეტილების მიღებიდან მოქალაქემდე სიკეთის მისვლის დროის შემცირებაა.

დეპუტატის თქმით, მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ბიუროკრატიული ხარჯები შეამციროს და იგივე დარჩეს, რაც დღეს არის.

“როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა გაიზრდება, მასთან ერთად ბიუროკრატიული ხარჯი არ უნდა გაიზარდოს. ბიუროკრატიული ხარჯი 4,5 პროცენტია, რაც მომდევნო წლისთვის 3,9 პროცენტამდე ჩამოვა და 100-120 მილიონ ლარამდე დაიზოგება, რაც სოციალურ პროექტებზე მიემართება. განსაკუთრებულ აქცენტს ბავშვიან და შეჭირვებულ ოჯახებზე ვაკეთებთ”, – განაცხადა კილაძემ.