სოფო კილაძე - ადამიანის უფლებების კუთხით შსს-ში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რომლებმაც ბევრი ადამიანის ცხოვრება გააუმჯობესა 
სოფო კილაძე - ადამიანის უფლებების კუთხით შსს-ში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რომლებმაც ბევრი ადამიანის ცხოვრება გააუმჯობესა 

ადამიანის უფლებების კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რომლებმაც რეალურად გააუმჯობესა ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო კილაძემ განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ შსს გააგრძელებს ამ კურსს. ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებებმა სერიოზულად წინსვლა განიცადა, რაც აისახება თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა დღეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის მუშაობის ცხრა თვის ანგარიში წარუდგინა.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, 2018 წლის იანვარში შეიქმნა. დეპარტამენტი ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს ახორციელებს.