სოფო კილაძე აცხადებს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე რამდენიმე საკითხს განიხილავენ
სოფო კილაძე აცხადებს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე რამდენიმე საკითხს განიხილავენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე აცხადებს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკითხს განიხილავენ.

სოფო კილაძე, არ აკონკრეტებს, რომელ საკითხებზე გაიმართება მსჯელობა. მისივე თქმით, საზოგადოებას საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება.

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე საკითხი, რომელსაც განვიხილავთ ფრაქციის სხდომაზე, რომელსაც დაესწრება პარტიის ლიდერი ბატონი ბიძინა ივანიშვილი. იმ სხვადასხვა საკითხებს შორის რაზე შევჯერდებით და რა საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამის შესახებ საზოგადოებას სხდომის ბოლოს შევატყობინებთ“, – აცხადებს სოფო კილაძე.

ფრაქცია „ქართული ოცნება“ დღეს სხდომას გამართავს, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.