სოფო კილაძე აცხადებს, რომ ძიძების სავალდებულო რეგისტრაცია და მათთვის სამუშაოების შეზღუდვა არ იგეგმება
სოფო კილაძე აცხადებს, რომ ძიძების სავალდებულო რეგისტრაცია და მათთვის სამუშაოების შეზღუდვა არ იგეგმება

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ძიძების სავალდებულო რეგისტრაცია და მათთვის სამუშაოების შეზღუდვა არ იგეგმება.

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, ძიძების სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

„პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება იყო შემოსული, რომლითაც სურდათ, ძიძების რეესტრი შექმნილიყო და სავალდებულო რეგისტრაცია მომხდარიყო, რასაც არ დავეთანხმეთ. ჩვენი მიზანია, ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება. ძიძების მხრიდან ბავშვებზე არასათანადო მოპყრობის ფაქტების რამდენიმე შემთხვევა გვქონდა. იმისთვის, რომ სახელმწიფო ძიძებს დაეხმაროს უფრო მეტად ბავშვის აღზრდის კონსულტაციაში და ასე შემდეგ, ვთქვით, რომ ვინც საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია, სერტიფიცირება გაიაროს და სოციალური მუშაკი დაეხმაროს ამ საკითხების გადაწყვეტაში. მაგალითად, ბავშვზე ზრუნვა უფრო მეტად უკეთესი რომ იყოს. ეს არის ჩანაწერი „ბავშვის უფლებათა კოდექსში“. იმ მშობლებს, რომლებსაც უნდათ, მათ ბავშვები უფრო მეტად იყვნენ დაცული, ამაში სახელმწიფო დაეხმარებათ. ვისაც ამის სურვილი არ აქვს, ამ პროცესში არ ჩაერთვება“, – განაცხადა კილაძემ.