სოფო კილაძე -  2020 წლის საარჩევნო სიის პირველი ნომერი ვინ იქნება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან „ქართული ოცნება“ ერთიანი გუნდია
სოფო კილაძე -  2020 წლის საარჩევნო სიის პირველი ნომერი ვინ იქნება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან „ქართული ოცნება“ ერთიანი გუნდია

ბიძინა ივანიშვილი 2011 წლიდან არის „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი, ეს ასე იყო წლების განმავლობაში და ასე იქნება, ვიდრე „ქართული ოცნება“ იარსებებს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა.

როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, 2020 წლის საარჩევნო სიის პირველი ნომერი ვინ იქნება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან „ქართული ოცნება“ ერთიანი გუნდია, მის სათავეში ბიძინა ივანიშვილი დგას.

„ეს ადამიანი არის პარტიის თავმჯდომარე, ამაზე მაღალი პოსტი რაღა უნდა იყოს? კითხვა იმის თაობაზე, მაშველი რგოლი ხომ არ იქნება ბიძინა ივანიშვილი, გეტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ სათავეშია და გუნდთთან არის. ზოგადად, „ქართულ ოცნებას“ საშველი არაფერი სჭირს. მის გარეშე „ქართული ოცნება“ ვერ წარმომიდგენია. ბიძინა ივანიშვილი არის ნომერ პირველი და ამ პროცესებში მეტად ჩართული როგორ უნდა იყოს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.