სოფო ხუნწარია - თბილისობის აღსანიშნავი ღონისძიებების პროგრამა ზუსტდება და მომავალ კვირას გახდება ცნობილი
სოფო ხუნწარია - თბილისობის აღსანიშნავი ღონისძიებების პროგრამა ზუსტდება და მომავალ კვირას გახდება ცნობილი

თბილისობის აღსანიშნავი ღონისძიებების პროგრამა ზუსტდება და მომავალ კვირას გახდება ცნობილი, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ განაცხადა.

სოფო ხუნწარიას თქმით, თბილისობაზე გაიხსნება კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტი და გალაკონცერტი სწორედ რევაზ ლაღიძეს მიეძღვნება.

ამასთან, მისივე თქმით, „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“ ფარგლებში, თბილისს ეწვია მსახიობი მიხეილ ბარიშნიკოვი, ამასთან, პროექტ „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში,  დედაქალაქში ჩამოვლენ ქეთი მელუა და ჯგუფი The Tiger Lillies, რომლებიც ევროპის მოედანზე კონცერტებს გამართავენ.

„16 სექტემბერს, 21:00 საათზე ყველას ველოდებით ევროპის მოედანზე. ლეგენდარულ ბრიტანულ ბენდ The Tiger Lillies ძალიან დიდი სიხარულით ვმასპინძლობთ. ბენდს თბილისში ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ეს არის თბილისის მერიის სპეციალური საჩუქარი“, – განაცხადა სოფო ხუნწარიამ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისობა 6-7 ოქტომბერს გაიმართება.