სოფო ხუნწარია - რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა, მაგრამ არა ხანძრის შედეგად
სოფო ხუნწარია - რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა, მაგრამ არა ხანძრის შედეგად

ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა. არ მგონია, ხანძრის გავრცელება მოხდეს, რადგან სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილემ, სოფო ხუნწარიამ განუცხადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება.

მისი თქმით, რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა, თუმცა არა ხანძრის შედეგად. სოფო ხუნწარიას ინფორმაციით, ხანძრის დროს ტერიტორიაზე არავინ იმყოფებოდა.

„სასწრაფო დახმარების ჯგუფები მობილიზებული არიან. დაზარალებული ამ ეტაპზე არ გვყავს. ხანძრის გაჩენის დროს ტერიტორიაზე არავინ იმყოფებოდა. ჯერჯერობით საავადმყოფოში გადაყვანა არავის დასჭირვებია. რა იწვის, არ ვიცი. ცოტა ხანში კომენტარს ქალაქ თბილისის მერი გააკეთებს. ხედავთ, რამდენი სახანძრო მანქანა მუშაობს და ვფიქრობ, რომ ლოკალიზება სწრაფი ტემპით ხდება. თუ საშუალებას მომცემთ, ინფორმაციას გამოვიტან. რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა, მაგრამ ხანძრის გამო არა. ბუნებრივია, ემოციური ფონია. ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა. არ მგონია, ხანძრის გავრცელება მოხდეს, რადგან სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადა სოფო ხუნწარიამ.