სოფო ჯაფარიძე - მოვითხოვთ, ახალგაზრდები შეუშვან პარლამენტში და ჩახედონ თვალებში
სოფო ჯაფარიძე - მოვითხოვთ, ახალგაზრდები შეუშვან პარლამენტში და ჩახედონ თვალებში

მოვითხოვთ, ახალგაზრდები შეუშვან პარლამენტში და ჩახედონ თვალებში, ახალგაზრდებს გასცენ პასუხები, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ პარლამენტთან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა.

ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ქმედებით, ყველას მომავალი იღუპება.

„ველოდებით, როდის შეუშვებენ ახალგაზრდებს შიგნით. ჩვენ არ ვითხოვთ შესვლას, ვითხოვთ, შიგნით შეუშვან ეს ახალგაზრდები, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან თავიანთი და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. სხედან ცინიკური სახეებით და უნამუსო განცხადებებს აკეთებენ. ხედავთ მათ დამოკიდებულებას, როგორ ექცევიან ქალებს. მართლა წარმოუდგენელია ის, რასაც დილიდან მათგან ვისმენთ. ყველაზე მეტად ამ ახალგაზრდების ეშინიათ და მოვითხოვთ, შეუშვან შიგნით, ჩახედონ თვალებში, შიგნით არიან წარმოდგენილი მიკროფონთან, წყნარად და მშვიდად, გაღიმებული სახეებით – ამ ახალგაზრდებს გასცენ პასუხები. ვერ გასცემენ, რადგან ეშინიათ“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.