„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ პლატფორმა „მედგიდი“ მიზანმიმართული შეტევის შედეგად სოციალური სივრციდან გაქრა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ პლატფორმა „მედგიდი“ მიზანმიმართული შეტევის შედეგად სოციალური სივრციდან გაქრა

ფეისბუქ ჯგუფ „მედგიდის“ დამფუძნებლისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სოფო ჯაფარიძის ინფორმაციით, სამედიცინო პლატფორმა „მედგიდი“ მიზანმიმართული შეტევის შედეგად სოციალური სივრციდან გაქრა.

სოფო ჯაფარიძის თქმით, მიზანმიმართული შეტევის შედეგად, „მედგიდი“ ამ ეტაპისთვის აღარ არსებობს.

„ჩემთვის ძალიან სამწუხარო და ძალიან მტკივნეული სამედიცინო პლატფორმა „მედგიდი“ მიზანმიმართული შეტევის შედეგად გაქრა სოციალური სივრციდან. ჯგუფი, რომელსაც თითქმის ერთი წელია სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია, ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ასი ათასზე მეტ ადამიანს და ჯგუფი, სადაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანს ეწეოდა სრულიად უანგაროდ სამედიცინო დახმარება. არ ვიცი, რას დავაბრალო, ვის დავაბრალო. არ მინდა წინასწარ ვინმეს ცილი დავწამო, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ ალბათ, ვიღაცების ინტერესი გადავკვეთეთ. მიზანმიმართული შეტევის შედეგად, „მედგიდი“ ამ ეტაპისთვის აღარ არსებობს. „მედგიდი“, რომელიც იყო ერთ-ერთი ძალიან დიდი იმედი ჩვენი მოქალაქეების მაშინ, როდესაც შეუძლებელი ის იყო ოჯახის ექიმთან დაკონტაქტება, ჰოსპიტალიზაცია, მაშინ როდესაც ძალიან ხშირ შემთხვევაში ხელმიუწვდომელი იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები და არა მხოლოდ. ძალიან ბევრი მიმართულებით „მედგიდი“ ეხმარებოდა ჩვენს მოქალაქეებს სრულიად უანგაროდ. მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენი ჯგუფის წევრებს მივცე პირობა, რომ ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ ბოლომდე თქვენს გვერდით ვიქნებით, აუცილებლად გავაგრძელებთ თქვენს დახმარებას, როგორც პირველი დღიდან არ დაგვიტოვებიხართ არც ერთი წუთით, 24 საათის განმავლობაში, ისევ გავაგრძელებთ. მჯერა ის, რომ დამნაშავეებსაც გავიგებთ ვინ არიან“, – განაცხადა ჯაფარიძემ.