სოფო გორგოძე – მასწავლებლების გამოცდებისთვის რეგისტრაცია ცოტა ხნით გადაიწევს

15:19, 12.03.2019

მასწავლებლების გამოცდებისთვის რეგისტრაცია ცოტა ხნით გადაიწევს, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისად, დღეიდან არ დაიწყება პედაგოგების რეგისტრაცია.

„ამის მიზეზი ისაა, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს სქემაში. შესაბამისად, როგორც კი მზად იქნება ეს ცვლილებები და ამის შესახებ გახდება ცნობილი, პარალელურად დავიწყებთ რეგისტრაციის პროცესს.

ეს არ ნიშნავს, რომ წელს გამოცდები არ იქნება, უბრალოდ, ცოტათი გადაიწევს რეგისტრაციის პროცესი“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

მსგავსი