სოფო გორგოძე ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესს რუსთავის საგამოცდო ცენტრში გაეცნო
სოფო გორგოძე ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესს რუსთავის საგამოცდო ცენტრში გაეცნო

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესს რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე გაეცნო.

მისი თქმით, რუსთავის საგამოცდო ცენტრში 300 აბიტურიენტი ჩააბარებს გამოცდას. როგორც სოფო გორგაძემ განაცხადა, იქიდან გამომდინარე, ​რომ რუსთავის საგამოცდო ცენტრში შედარებით მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება ხოლმე, დილის საათებში ჩართული იყო კონდიცირება, გამოცდის პერიოდში გაითიშება და თუ ტემპერატურა 30 გრადუსს გადააჭარბებს, ცენტრში კვლავ ჩართავენ კონდიციონერს.

სოფო გორგოძის თქმით, ამ დროისთვის არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

„დღეს არის ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღე, კვლავ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაა. დაახლოებით 6 000 აბიტურიენტი ჩააბარებს მთელი საქართველოს მასშტაბით. რაც შეეხება ამ საგამოცდო ცენტრს, დაახლოებით 300 აპლიკანტი იქნება დღეს. ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა. 08:00 საათზე მობრძანდნენ აბიტურიენტები და დისტანციით დაცვის შევიდნენ ტერიტორიაზე. არანაირ პრობლემას ადგილი არ ჰქონია. დავათვალიერეთ საგამოცდო ცენტრი. გვაინტერესებდა ტემპერატურა. რუსთავის საგამოცდო ცენტრში ყოველთვის მაღალი ტემპერატურაა, მაგრამ ამ ეტაპზე არ არის ასული 30 გრადუსზე. შესაბამისად, დილით იყო ჩართული კონდიცირება, შემდეგ გამოირთო. ახლა ფანჯრებია ღია და როგორც კი ტემპერატურა 30 გრადუსს გადააჭარბებს, ჩავრთავთ კონდიციონერს. ტემპერატურა ჯერ არავის დაფიქსირებია“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.