სოფო გორგოძე - ახალ საგამოცდო მოდელზე კონსულტაციები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს
სოფო გორგოძე - ახალ საგამოცდო მოდელზე კონსულტაციები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფო გორგოძის განცხადებით, ახალ საგამოცდო მოდელზე სამუშაო შეხვედრები სისტემატურად იმართება სახელმწიფო, კერძო უმაღლესი სასწავლებლების, სკოლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

როგორც სოფო გორგოძემ განაცხადა, ახალი საგამოცდო მოდელის შემუშავების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტებისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა.

„ჩვენ ვისმენთ უმაღლესი სასწავლებლების, სკოლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მოსაზრებებს და ვეცნობით მათ ხედვას. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც პასუხობს არსებულ გამოწვევებს განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით და თანხვედრაშია საზოგადების მოთხოვნასა და აბიტურიენტების ინტერესებთან“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.