სოფო ასათიანი - მაიკ პომპეომ ერთადერთი თქვა, რომ აგრძელებს საქართველოში არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერას და ჩვენს აქტივობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს
სოფო ასათიანი - მაიკ პომპეომ ერთადერთი თქვა, რომ აგრძელებს საქართველოში არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერას და ჩვენს აქტივობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ შეხვედრაზე ერთადერთი რაც თქვა, არის ის, რომ აგრძელებს საქართველოში არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერას და ჩვენს აქტივობას მიიჩნევს ძალიან მნიშვნელოვნად, – ამის შესახებ ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ წარმომადგენელმა, სოფო ასათიანმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა და მაიკ პომპეოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც სოფო ასათიანმა აღნიშნა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს კლანებზე, რომელიც ყველა ინსტანციას აკონტროლებს.

„ვთხოვეთ ამერიკის ხელისუფლებას და საელჩოს, რომ განსაკუთრებით აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე პროცესებს და უფრო აქტიური როლი ჰქონდეს. ჩვენ, როგოც არასამთავრობო სექტორმა, რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ, პირველი ეს იყო პოლიტიკური კონსენსუსი, ვინაიდან ჩიხი, რომელშიც ვიმყოფებით, სხვაგვარად ვერ აღმოიფხვრება და შევთავაზეთ საელჩოს, რომ მას ჰქონდეს აქტიური ფასილიტატორის როლი, მხოლოდ პოლიტიკურ კონსენსუსს ეყრდნობოდეს ნებისმიერი შემდგომი ქმედება სასამართლოსთან მიმართებაში. მეორე მეთოდი, რომლითაც აშშ-ის ხელისუფლებას შეიძლება გავლენა ჰქონდეს დემოკრატიულ პროცესებზე, ეს არის დახმარება ინსტიტუციების მიმართ. ჩვენ საჭიროდ მივიჩნევთ, რომ სასამართლოს რეფორმა იყოს აუცილებელი წინაპირობა. სახელმწიფო მდივნის პოზიციები როგორც წესი არ ჟღერდება ხოლმე ასეთი შეხვედრების დროს, ერთადერთი რაც იყო, თქვა, რომ აგრძელებს მხარდაჭერას საქართველოში არასამთავრობო სექტორის და ჩვენს აქტივობას მიიჩნევს ძალიან მნიშვნელოვნად“, – განაცხადა სოფო ასათიანმა.