სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან 6 მილიონი დოლარის ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან 6 მილიონი დოლარის ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის პირველი აგვისტოდან 27 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა 11.4 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 42 პროცენტით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 43 პროცენტით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

მიმდინარე წელს წარმოებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (4.8 ათასი ტონა), უკრაინასა (3.3 ათასი ტონა) და სომხეთში (3.2 ათასი ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ბელორუსიაში, ყატარში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში.