სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ვაშლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი  321 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ვაშლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 321 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოდან 1 054 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 832 ტონით აღემატება. ქართული ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთის ფედერაცია – 990. 5 ტონა, ყაზახეთის რესპუბლიკა – 59. 9 ტონა, სომხეთის რესპუბლიკა – 3. 6 ტონა, დანარჩენი ქვეყნები – 0. 10 ტონა.

სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტირებული ვაშლით მიღებული შემოსავალი 321 ათასი აშშ დოლარით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

უწყების ცნობით, ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 1 128 ჰექტარზე გაშენდა. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ კი, ცხრა მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

დატოვე კომენტარი