სოფლის მეურნეობის სამინისტრო - გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სურსათი, პირველადი მოხმარების პროდუქტები და სათბობი შეშა გაიგზავნა
გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სურსათი, პირველადი მოხმარების პროდუქტები და სათბობი შეშა გაიგზავნა, – ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს,
უწყების ცნობით, 140 ტონა გაგზავნილი პროდუქტი გურიის მხარის სამ მუნიციპალიტეტში და 40-მდე ტონა იმერეთის მხარის ექვს მუნიციპალიტეტში განაწილდა და მოსახლეობას გადაეცა.
„გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სურსათი, პირველადი მოხმარების პროდუქტები და სათბობი შეშა გაიგზავნა. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო შტაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, 140 ტონა გაგზავნილი პროდუქტი გურიის მხარის სამ მუნიციპალიტეტში და 40-მდე ტონა იმერეთის მხარის ექვს მუნიციპალიტეტში განაწილდა და მოსახლეობას გადაეცა.
გურიის რეგიონში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა საშეშე რესურსითაც მოამარაგა. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ რეგიონში, ჯამში, 1200 კუბური მეტრი სათბობი შეშა გააგზავნა. სათბობი მერქანი გურიის რეგიონის „საქმიან ეზოებში“ გადანაწილდა, საიდანაც რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მომარაგდა. სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში ჩართულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს 30-მდე რეინჯერი შესაბამისი მაღალი გამავლობის მანქანებით და ბურანებით. რეინჯერები, საჭიროებისამებრ, ახდენენ მოსახლეობის ტრანსპორტირებას, ასევე ჩართულნი არიან სტიქიის ზონის დრონებით მონიტორინგის პროცესში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ჩართულები არიან როგორც მოქალაქეთა ტრანსპორტირებით უზრუნველყოფაში, ასევე ახორციელებენ მათ მედიკამენტებითა და სურსათით მომარაგებას“, – წერს უწყება სოციალურ ქსელში.