სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაკეტილ მესტიის მუნიციპალიტეტში შეტანილი პროდუქციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

01:00, 15.08.2020

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს მონაცემებს, თუ რა სახის და რაოდენობის პროდუქცია შეიტანეს დისტრიბუტორებმა ჩაკეტილ მესტიის მუნიციპალიტეტში. ინფორმაცია 14 აგვისტოს 20:00 საათისთვის არსებულ მონაცემებს მოიცავს.

რეგიონში შევიდა 19 სატრანსპორტო საშუალება, 17 სადისტრიბუციო, ორი მეფუტკრე.

„მუნიციპალიტეტში შეიტანეს კიტრი – 1,235 ტ. პომიდორი – 0,97ტ. კარტოფილი – 0,59 ტ. საზამთრო – 0,98 ტ. ნესვი -0,3 ტ. რძის პროდუქტები – 2ტ. ხილი – 0,58 ტ. ქათმის ბარკალი – 0,2 ტ. გაყინული საქონლის ხორცი – 0,2 ტ. გაყინული ქათმის ხორცი – 0,15 ტ. გაყინული ხინკალი – 0,2 ტ. ძეხვეული – 1 ტ. შაქარი – 0,65 ტ. ფქვილი – სამი ტ. მარილი – 0,44ტ. ქატო – 0,6 ტ. ნახევარფაბრიკატები – 0,4ტ და სხვა“, – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

მსგავსი