სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 2024 წელს საქართველოდან მილიარდ 680 მლნ აშშ დოლარის აგროსასურსათო პროდუქტია ექსპორტირებული, რაც წინა წლის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 2024 წელს საქართველოდან მილიარდ 680 მლნ აშშ დოლარის აგროსასურსათო პროდუქტია ექსპორტირებული, რაც წინა წლის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება

2024 წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 17%-ით გაიზარდა და მილიარდ 680 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით,  გასულ წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 107 ქვეყანაში განხორციელდა.

„აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი საქართველოდან განხორციელებული ჯამური ექსპორტის 26%-ს წარმოადგენს.

2024 წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა 107 ქვეყანაში. საგარე ვაჭრობის სალდო შემცირებულია 11%-ით. ძირითადი საექსპორტო პროდუქტები იყო: სპირტიანი სასმელები (186 მლნ აშშ დოლარი), ღვინო (276 მლნ აშშ დოლარი), მინერალური და მტკნარი წყლები (163 მლნ აშშ დოლარი), უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (139,1 მლნ აშშ დოლარი), კაკლოვანი კულტურები (106,2 მლნ აშშ დოლარი) და სხვა.

2024 წელს საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებულია 180 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 11%-ით (17.3 მლნ აშშ დოლარით) აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

2024 წლის მონაცემებით, აგროსასურსათი პროდუქციის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: რუსეთი, ევროკავშირი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა და ყირგიზეთი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.