სოფლის მეურნეობის დახმარების პროექტით, 200 000-მდე ფერმერი დიზელის შეძენისთვის 40 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავს
სოფლის მეურნეობის დახმარების პროექტით, 200 000-მდე ფერმერი დიზელის შეძენისთვის 40 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავს

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,25-დან 100 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირები, ახალი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, დიზელის საწვავს შეღავათიან ფასად იყიდიან.

პროგრამის პრეზენტაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს გამართა.

როგორც პროგრამის პრეზენტაციისას აღინიშნა, პროგრამით ისარგებლებს 200 000-მდე ფერმერი და დიზელის შეძენისთვის 40 მილიონ ლარამდე თანხას დაიზოგება.

პროექტის ფარგლებში, საწვავის ლიმიტი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრის ოდენობით განისაზღვრა. პროგრამის ბენეფიციარები აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავს, ბაზარზე არსებულთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად იყიდიან.

როგორც პრეზნეტაციისას აღნიშნა, პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას, რაც, თავის მხრივ, სასურსათო უზრუნველყოფასა და პროდუქციის თვითღირებულებაზე დადებითად აისახება. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0.25 და მეტი ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელ ყველა ფიზიკურ და იურიდიული პირს.

პროგრამა 2020 წლის 20 მაისიდან დაიწყება.