„სოფლად სახლის“ შესყიდვის მიზნით, დევნილი ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა

12:54, 21.04.2021

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტის ფარგლებში, „სოფლად სახლის“ შესყიდვის მიზნით დევნილი ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა.

დევნილი ოჯახი რომელიც შედგება ერთი ან ორი წევრისგან – 17 000 ლარის ნაცვლად, 22 000 ლარი;

დევნილი ოჯახი რომელიც შედგება სამი წევრისგან – 21 000 ლარის ნაცვლად, 25 000 ლარი;

დევნილი ოჯახი რომელიც შედგება ოთხი წევრისგან – 23 000 ლარის ნაცვლად, 28 000 ლარი;

დევნილი ოჯახი რომელიც შედგება ხუთი წევრისგან – 26 000 ლარის ნაცვლად, 31 000 ლარი;

დევნილი ოჯახი რომელიც შედგება ექვსი წევრისგან – 29 000 ლარის ნაცვლად, 34 000 ლარი;

დევნილი ოჯახი რომელიც შედგება შვიდი წევრისგან – 32 000 ლარის ნაცვლად, 37 000 ლარი;

დევნილი ოჯახი რომელიც შედგება რვა წევრისგან – 35 000 ლარის ნაცვლად, 40 000 ლარი, ხოლო ყოველ შემდეგ წევრზე დამატებით 3 000 ლარი.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს, დევნილთა სააგენტო „სოფლად სახლს“ 1200-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შეუსყიდის.

მსგავსი