სოფიო ქაცარავა – სენატორ კოლომბასთან ვისაუბრეთ კონკრეტულ სფეროებზე, რომლებშიც საქართველო და საფრანგეთი ეფექტიანად ითანამშრომლობენ

12:47, 13.10.2018

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ფრანგ სენატორ პიერ ივ კოლომბას შეხვდა, რომელთანაც ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები, ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა და საპარლამენტო დიპლომატიის როლი განიხილა.

„სენატორ კოლომბასთან გარდა მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობისა, ვისაუბრეთ კონკრეტულ სფეროებზე, რომლებშიც საქართველო და საფრანგეთი ეფექტიანად ითანამშრომლებენ და სადაც კიდევ უფრო მეტი პოტენციალია“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მისივე თქმით, საუბარი ასევე შეეხებოდა საფრანგეთის პოლიტიკურ მხარდაჭერას და საქართველოს საგარეო კურსის დღის წესრიგს.

მსგავსი