სოფო ქაცარავა - პირველად გაერო-ს რეზოლუციას ჰყავს 45 თანასპონსორი, ეს ქართული დიპლომატიის დიდი გამარჯვებაა
სოფო ქაცარავა - პირველად გაერო-ს რეზოლუციას ჰყავს 45 თანასპონსორი, ეს ქართული დიპლომატიის დიდი გამარჯვებაა

პირველად გაერო-ს რეზოლუციას ჰყავს 45 თანასპონსორი, ეს ქართული დიპლომატიის დიდი გამარჯვებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ განაცხადა.

როგორც სოფო ქაცარავამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ დევნილები მათთვის უმნიშვნელოვანეს გზავნილებს მსოფლიოს ჭეშმარიტად გლობალური ორგანიზაციის ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან იღებენ.

„ვფიქრობ, რეზოლუციის მიღება ქართული დიპლომატიის დიდი წარმატებაა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებისა და ლტოლვილების თემატიკა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მსოფლიოს დღის წესრიგში. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გლობალური მასშტაბით უამრავი გამოწვევა და ცხელი კონფლიქტი არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დევნილები მათთვის უმნიშვნელოვანეს გზავნილებს მსოფლიოს ჭეშმარიტად გლობალური ორგანიზაციის ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან იღებენ და ეს ხდება ყოველწლიურად. წლევანდელი კენჭისყრის სიახლე არის ის, რომ რეზოლუციის არსებობის ისტორიაში, ტექსტი პირველად გაიხსნა თანასპონსორობისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ თანასპონსორი ქვეყნები ხდებიან რეზოლუციის პრაქტიკულად თანაავტორები. წელს დევნილების რეზოლუციას 45 თანასპონსორი ჰყავდა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. ეს ყველაფერი გამოხატავს საქართველოს მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდეს პოლიტიკურ მხარდაჭერას“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.