სოფიო ქაცარავა მამუკა ხაზარაძეს - ჩვენ 21-ე საუკუნეში მცხოვრები ქალები ვართ, რომლებიც ხაჭაპურსაც კარგად ვაცხობთ, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ვმონაწილეობთ
სოფიო ქაცარავა მამუკა ხაზარაძეს - ჩვენ 21-ე საუკუნეში მცხოვრები ქალები ვართ, რომლებიც ხაჭაპურსაც კარგად ვაცხობთ, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ვმონაწილეობთ

ჩვენ 21-ე საუკუნეში მცხოვრები ქალები ვართ, რომლებიც ხაჭაპურსაც კარგად ვაცხობთ და პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ვმონაწილეობთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

სოფიო ქაცარავა მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ხაზარაძემ აღნიშნა: „მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“.

„დიახ, ბატონო მამუკა, ჩვენ 21-ე საუკუნეში მცხოვრები ქალები ვართ, რომლებიც ხაჭაპურსაც კარგად ვაცხობთ და პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ვმონაწილეობთ, მიუხედავად იმისა მოგწონთ თქვენ ეს, თუ არა. თან ქართულ ტრადიციებს და ევროპულობას იჩემებთ და თან დისკრიმინაციულ განცხადებებსაც არ ერიდებით – ერთი მეორესთან შეუთავსებელია“, – წერს სოფიო ქაცარავა.