სოფიო ქაცარავა - ხანძრები ამაზონში იმის ნიშანია, რომ კლიმატის ცვლილებები საგანგაშო ნიშნულზეა
სოფიო ქაცარავა - ხანძრები ამაზონში იმის ნიშანია, რომ კლიმატის ცვლილებები საგანგაშო ნიშნულზეა

ხანძრები ამაზონისა და არქტიკის რეგიონში მსოფლიო ლიდერებისთვის გამოსაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, – ეს განცხადება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ქართველმა დეპუტატმა სოფიო ქაცარავამ გააკეთა, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ის, რასაც ვხედავთ ბრაზილიის ტროპიკულ ტყეში, ასევე ტყეებში ალასკაში, ჩრდილოეთ კანადასა და ციმბირში არის ნათელი ინდიკატორი, რომ კლიმატის ცვლილება საგანგაშო და არაპროგნოზირებად ნიშნულს აღწევს. ტემპერატურის მატებასთან ერთად, ხანძრები უფრო დიდი მასშტაბებს იძენს და უფრო ხშირად ჩნდება. ამას აქვს გავლენა კლიმატზე, ხანძრები გამოყოფს ნახშირორჟანგს და ასევე ანადგურებს ეკოსისტემას, რომელიც შთანთქავს მას. ეს კი ქმნის ციკლს, რომელიც კლიმატურ კრიზისს უფრო ინტენსიურ ხდის“, – განაცხადა ქაცარავამ.

ქართველი დეპუტატი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკისა და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმა დიდი შვიდიანის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას, ლოჯისტიკური და ფინანსური დახმარება შესთავაზონ ბრაზილიას. ამასთან ერთად, ქაცარავა ხანძრების გაჩენის მიზეზების გამოძიებას და იმ პოლიტიკაზე უარის თქმა ითხოვს, რომელიც ხელს უწყობს ცეცხლის გაჩენას, მაგალითისთვის, ასეთია ტყის გაჩეხვა.