სოფიო ქაცარავა - ევროპის საბჭოს მომავალს ის მთავარი ღირებულებები განაპირობებს, რაც ორგანიზაციის ეფექტურობაზე, მდგრადობასა და სანდოობაზე მეტყველებს
სოფიო ქაცარავა - ევროპის საბჭოს მომავალს ის მთავარი ღირებულებები განაპირობებს, რაც ორგანიზაციის ეფექტურობაზე, მდგრადობასა და სანდოობაზე მეტყველებს

ევროპის საბჭოს მომავალს ის მთავარი ღირებულებები განაპირობებს, რაც ორგანიზაციის ეფექტურობაზე, მდგრადობასა და სანდოობაზე მეტყველებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ცვლილებები ორგანიზაციაში მხოლოდ და მხოლოდ პრინციპებისა და მთავარი ღირებულებების გაძლიერებას უნდა ემსახურებოდეს.

„მოხარული ვარ, რომ გუშინდელი გადაწყვეტილებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ერთგული დარჩა თავისი ძირითადი პრინციპების, რაც ზრდის ინსტიტუტის მიმართ ნდობას.

მინდა ასევე ხაზი გავუსვა კორუფციისადმი ბრძოლის საკითხს, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და წევრი ქვეყნების ერთ-ერთ პრიორიტეტსა და საზრუნავს უნდა წარმოადგენდეს.

მნიშვნელოვანია, წევრი ქვეყნები ვიზიარებდეთ იმ საერთო სტანდარტს, რომელზეც ორგანიზაცია დგას, ვიყოთ თანმიმდევრულები და სწორად წამოვჭრათ საკითხები“, – აღნიშნა სოფო ქაცარავამ სიტყვით გამოსვლისას.