სოფიო კილაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო ოფიციალურად გამოვაცხადოთ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად
სოფიო კილაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო ოფიციალურად გამოვაცხადოთ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად

ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო ოფიციალურად გამოვაცხადოთ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად, – განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ.

„მგონია, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ის, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, უდიდესი მნიშვნელობისა და დატვირთვის არის.

ამიტომ, ჩვენ, როგორც საქართველოს პარლამენტი, ანუ ხალხის მიერ არჩეული ორგანო ყურს უნდა ვუგდებდეთ ხალხის მოსაზრებებს და იმას, რომ დიდი მნიშვნელობის საკითხები ავსახოთ ჩვენს საქმიანობაში. დარმწუნებული ვარ, მმართველი გუნდი ამას დღეს მხარს დაუჭერს“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.