სოფიო კილაძე - საპოლიციო კონტროლის მიზანი დანაშაულის პრევენციაა
სოფიო კილაძე - საპოლიციო კონტროლის მიზანი დანაშაულის პრევენციაა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო კონტროლის მიზანი დანაშაულის პრევენციაა.

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, დაწყებული კონტროლი დროული და მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, 2013 წელს მომზადებულ “პოლიციის შესახებ” ახალ კანონში საპოლიციო კონტროლი, როგორც ღონისძიება, მკაცრად გაიწერა.

„ეს კონტროლი კანონში დეტალურად არის გაწერილი. შესაბამისად, საპოლიციო კონტროლის მიზანი პრევენციაა. პრევენციული ღონისძიებები დროული იყო. ვიცით, რომ ადგილი რიგ დანაშაულებებს ჰქონდა, მათ შორის დიდი ტრაგედია მოხდა, რაც ბავშვებს უკავშირდებოდა. ამიტომ, სანამ რაიმე შედეგი დადგება, ამ პროცესში პოლიცია უნდა ჩაერთოს”, – განაცხადა კილაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დედაქალაქსა და რეგიონებში საპოლიციო კონტროლი მიმდინარეობს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მისი მიზანი პრევენციაა.