სოფიის აეროპორტიდან ევაკუაცია ცრუ განგაშს უკავშირდებოდა [ფოტოები]
სოფიის აეროპორტიდან ევაკუაცია ცრუ განგაშს უკავშირდებოდა [ფოტოები]

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის აეროპორტიდან ევაკუაცია ცრუ განგაშს უკავშირდებოდა. ამის შესახებ პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება.

როგორც თვითმხილველები პირველ არხთან საუბარში ამბობენ, პოლიციამ მიიღო შეტყობინება აეროპორტის ტერიტორიაზე ბომბის არსებობის შესახებ, რის გამოც განხორციელდა ხალხის ევაკუაცია. ადგილზე მივიდნენ სამართალდამცველები, კინოლოგები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ბულგარეთის დედაქალაქში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები, რადგან სოფიაში ევროკავშირის დელეგაციას ელოდებიან.

12 იანვარს ბულგარეთმა ევროკავშირის თავმჯდომარეობა ოფიციალურად უნდა გადაიბაროს.