სოფელ ზოტსა და ჩხაკაურასთან საკონტროლო პუნქტები მოეწყო

17:52, 14.09.2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტსა და ჩხაკაურასთან საკონტროლო პუნქტები მოეწყო. ყველა შემსვლელი და გამსვლელი დაექვემდებარება ტესტირებას და თერმოსკრინინგს.

ასევე, აღნიშნულ სოფლებში პირველ ოქტომბრამდე სწავლა განხორციელდება დისტანციურ რეჟიმში.

ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას განცხადებით, ამ დროისთვის თითქმის დასრულებულია სოფელ ჩხაკაურაში და მიმდებარედ დასახლებულ პუნქტებში მოსახლეობის ტესტირება.

რაც შეეხება სოფელ ზოტს, ტესტირება მიმდინარეობს და ეპიდკვლევა ხვალაც გაგრძელდება.

მსგავსი