სოფელ ზემო თელეთში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ერთი ადამიანი დაჭრეს
სოფელ ზემო თელეთში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ერთი ადამიანი დაჭრეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ერთი ადამიანი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, ურთიერთდაპირისპირებისას შვილმა დედას სხეულზე დაზიანებები მიაყენა.

როგორც პირველ არხ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია. უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.