სოფელ ზემო ალვანში სასწრაფო დახმარების ავტომობილი ავარიაში მოყვა  
სოფელ ზემო ალვანში სასწრაფო დახმარების ავტომობილი ავარიაში მოყვა  

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილს, რომელიც გამოძახებიდან ბრუნდებოდა, გზაჯვარედინზე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ავტომობილში მყოფი ექიმი და ექთანი სხეულის მსუბუქი დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. დაშავებულებს გამოკვლევები უტარდებათ.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში  განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.