სოფელ ზეკარში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
სოფელ ზეკარში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ბაღდათში, სოფელ ზეკარის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, დამწვარია 10 ჰა ფართობი, ამ დროისთვის, მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

„ზეკარის ხეობაში ჩვენმა მეხანძრე-მაშველებმა ურთულესი რელიეფის მიუხედავად, შეძლეს ხანძრის ლოკალიზება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება. ადგილზე კვლავ რჩებიან სახანძრო-სამაშველო ძალები და სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც პირველივე დღიდან მუშაობდნენ ზეკარის ხეობაში“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა, ალექსანდრე ხვადაგიანმა