სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე შერეული ტყის საფარი იწვის

16:10, 10.11.2018

ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე შერეული ტყის ქვედა საფარი იწვის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი.

მათივე ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მისვლა გართულებულია, რის გამოც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხანძრის ეპიცენტრში ცოცხალი ძალის მობილიზება მოახდინა. ადგილზე მუშაობს 55 მეხანძრე-მაშველი. საჭიროების შემთხვევაში, ცოცხალი ძალის რაოდენობა გაიზრდება.

ადგილზე იმყოფებიან იმერეთის რეგიონის სატყეო სამსახურის თანამშრომლები. მობილიზებულია ყველა სამსახური, რათა დროულად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება.

დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

მსგავსი