სოფელ ზეღდულეთში ადგილობრივები მიწის ფართობის გასხვისებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას მართავენ
სოფელ ზეღდულეთში ადგილობრივები მიწის ფართობის გასხვისებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას მართავენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში აქცია განახლდა. ადგილობრივები ითხოვენ, სოფელს დაუბრუნდეს საძოვრები, რომლებიც მათივე თქმით, 2008 წელს გასხვისდა. მოსახლეობამ ადგილზე აქცია პერფორმანსიც მოაწყო. სადავო მიწის ფართობზე 2008 წლის ომის დროს დაღუპული სამხედროების ფოტოებით ბანერი დადგეს და სიმბოლურად ამ ადგილს ომში დაღუპული გმირების სახელი უწოდეს.

საუბარია 75 ჰექტარ მიწის ფართობზე, საიდანაც, როგორც ცნობილია, 50 ჰექტარი კერძო მესაკუთრესია, 25 კი შპს „ფუდლენდის“ საკუთრებას წარმოადგენს.

ცნობისთვის, სოფელ ზეღდულეთში მიწის ფართობის გასხვისებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია უკვე რამდენიმეჯერ გაიმართა. მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა, თუმცა უშედეგოდ. აქციის მონაწილეები არ დათანხმდნენ შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც სოფელს 25 ჰექტარი მიწის ფართობი დაუბრუნდებოდა. ერთ-ერთი საპროტესტო აქციის დროს მოსახლეობა მაგისტრალის გადაკეტვას შეეცადა, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.

დატოვე კომენტარი