სოფელ ზედა ვანში სახლის კედლის ჩამოშლას მამაკაცი ემსხვერპლა

12:05, 21.11.2018

ვანის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელი სახლის კედლის ჩამოშლას მამაკაცი ემსხვერპლა.

შემთხვევა სოფელ ზედა ვანში გუშინ მოხდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი