სოფელ წყალწმინდაში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, არიან დაშავებულები [ვიდეო]

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასევე არიან დაშავებულები.

წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

მომხდარის გამო, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.